რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე აგროტურისტული გზამკვლევის და სატელეფონო აპლიკაცია შიექმენა. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია განახორციელებს.
ასოციაციის ცნობით, გზამკვლევი და სატელეფონო აპლიკაცია სამენოვანი (ქართულ,რუსულ და ინგლისურ) იქნება და მასში დეტალურად განთავსდება ინფორმაცია რეგიონში არსებული სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების, მარნების, ტურისტული მარშრუტების, ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების, ასევე იმ ფერმერების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
ყველა ობიექტი დატანილი იქნება რუკაზე ფოტო მასალასა და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად.
ასოციაციის მიზანია მხარეში აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, არსებული აგროსაწარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი გაძლიერებაა.