ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წლიდან ხვანჭკარის გადამუშავება- დადუღების პროცესი რაჭა-ლეჩხუმში მოხდება
28 ივლისი, 2017

 

რაჭა-ლეჩუმში 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება ადგილზე მოხდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთვრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მან აქვე აღნიშნა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, 60-ზე მეტი კომპანია კი გადაიარაღდა. 

"ჩვენ გვექნება ერთი სიახლე, რომელიც უკავშირდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს. აქაც მიმდინარეობს ორგანიზაციული კუთხით გაუმჯობესება. რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საწარმოები იქნება უკვე მუშა მდგომარეობაში. შესაბამისად, გაჩნდა რა საწარმოო სიმძლავრეები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცნობილი ადგილ-წარმოშობის დასახელების ღვინის ხვანჭკარის შემთხვევაში ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი თვითონ ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონის მოსახლეობისათვის, ზოგადად ამ ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან ხშირად იყო ასეთი სურვილი, მოთხოვნა, რომ ადგილზე მომხდარიყო დღგ-ს შექმნა, ყურძნის გადამუშავებაც. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა ახალი წარმოების წესებზე და შესაბამისად, ვადას ვაძლევთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ 2019 წლიდან მათ უკვე თადარიგი დაიჭირონ, საწარმოო სიმძლავრეები თუ დამატებითი ინვესტიციები, რაც საჭიროა ღვინის საწარმოებლად, რეგიონში განახორციელონ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.