12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია. ყურძენს 30-მდე კომპანია იბარებს. მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.
მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, ისევე, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ, არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარს გადაუხდის. სუბსიდიის თანხა 1 კილოგრამზე 3 ლარია.
business-partner.ge