ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაჭაში 60 000 ჰა-მდე ტერიტორიაზე დაცული ტერიტორია შეიქმნება
19 ივლისი, 2022

რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში  50 894 ჰექტარზე შეიქმნება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ" კანონპროექტი მოიწონეს. 

"ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება. ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამის ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. 

ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ გარკვეული ვალდებულება გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან. ამ გადაწყვეტილებით პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. გვაქვს დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან საგრანტო დაფინანსებები, დაცული ტერიტორიეის განვითარების კუთხით და ამ დაფინანსების ნაწილი მოხმარდება სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას, შესაბამისი ადმინისტრაციის მოწყობას, აღჭურვას და შემდეგ მომსახურების ხარჯების გაწევას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. 

მისი თქმით, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით 800 000 ჰა-ს შეადგენს. წელს კი, ფართობი 100 000 ჰა-თი გაიზრდება.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.