ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაჭაში "აგროტურისტული ფესტივალი 2021" გაიმართება
24 ნოემბერი, 2021

ამბროლაური 26 ნოემბერს „აგროტურისტული ფესტივალი 2021"-ს უმასპინძლებს. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები როგორიცაა ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება / პოპულარიზაცია.

ფესტივალი ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის და ავსტრიის საელჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.

ღონისძიების ორგანიზატორია „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია". ფესტივალის პარტნიორები არიან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.