ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაჭაში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 7,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
09 ოქტომბერი, 2018

რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო და უხვი მოსავალია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დაკრეფილია და საწარმოებში ჩაბარებულია 1080 ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავალმა, ამ ეტაპისთვის, 7,3 მლნ ლარს მიაღწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ კარგი მოსავალი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა. გაუმჯობესებულია ხარისხიც.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძენს 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ლოკაციაზე იბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირდა 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია.
 

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. 

www.travelingeorgia.ge
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.