რაჭის რეგიონში სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონის მოწყობა განიხილება.
საქართველოს, როგორც საკურორტო ქვეყნის პოტენციალზე გასულ კვირას საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორს სოფი-ანნ გოძინას და სამთო-სათხილამურო კურორტების მართვის წამყვანი ფრანგული კომპანიის Compagnie des Alpes-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორს ფრედერიკ მარიონს უმასპინძპლა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანას განსაკუთრებულად დიდი პერსპექტივები აქვს მთის კურორტების განვითარების მხრივ. მხარეებმა რაჭის რეგიონში სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონის მოწყობის შესაძლებლობა განიხილეს და რეგიონის სამკურნალო-ბალნეოლოგიურ თვისებებზე გაამახვილეს ყურადღება.
www.travelingeorgia.ge