ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრადიციული სახალხო დღესასწაული საჩხერლობა - 2023
23 ოქტომბერი, 2023

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საჩხერეში გაიმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა - 2023“

სადღესასწაულო პროგრამა

12:00 სთ. დოღი საჩხერელი მხედრების მონაწილეობით; (სოფ. ჩიხის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია)
13:00 სთ საჩხერესთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ ბაუსკას დელეგაციის ოფიციალური მიღება

მუნიციპალიტეტის მერიაში;
სპორტის სასახლის პროექტის პრეზენტაცია და შენობის საფუძველში სიმბოლური კაფსულის
ჩადება ქართული სპორტის ვარსკვლავების მონაწილეობით.
11:00 -19:00 სთ საჩხერის რკინიგზის სადგურის მოედანი

(ქ. საჩხერე, კოსტავას ქუჩა)

  • პატივგების ცერემონიალი აკაკის ძეგლთან;
  • სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური
  • შემსრულებელების მონაწილეობით;

საბავშვო-გასართობი სივრცე

  • ატრაქციონები, ანიმატორები, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები, ოჩოფეხები,
  • სახის მოხატვა, საპნის შოუ, დრამერების შოუ.

სამოყვარულო სპორტული თამაშობები:

  • საჩხერის სასპორტო სკოლის საჩვენებელი შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ტაიკვანდოსა და კრივში;
  • საჩხერის საცურაო აუზისა და სარაგბო კლუბ „ჯრუჭის საჩვენებელი გამოსვლები;
  • ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ჟონგლირება;
  • საჩხერის ძალოსნობის დარბაზი - „მომავალი ჩემპიონები ფიცარნაგზე“;
  • სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები

  • ნორჩ მხატვართა, რეწვის ოსტატები, ფოტო გამოფენები,
  • მუზეუმების გამოფენები;
  • საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდი და საშტატო შეიარაღება,
  • სამაშველო ტექნიკის გამოფენა;
  • ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;
  • ფოტო-კონკურსის „მოდი-ნახე საჩხერე“ გამოფენის დათვალიერება და გამარჯვებულთა
  • დაჯილდოება.

სამეწარმეო მარკეტი:

  • იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა;
  • ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
  • ფესტივალ „მივიწყებული იმერული კერძების“ წარდგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა;
  • ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება, თეატრალიზებული პერფორმანსი - „საჩხერე მე-19 საუკუნე“;

17:00 სთ. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;

დღესასწაულში მონაწილე საჩხერესთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წარდგენა;
„პლანეტის უძლიერესი მამაკაცი 30 წლისაა!“
შეხვედრა 2-გზის ოლიმპიურ, ევროპისა და მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონთან, მსოფლიოს
რეკორდსმენთან, ძალოსან ლაშა ტალახაძესთან. სიმღერის „მსოფლიოს ლაშა საქართველოდან“
პრეზენტაცია (კომპოზიტორი: გია მაჭარაშვილი, ტექსტი კახა სამყურაშვილისა);

18:00 სთ დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი პოპულარული ქართველი მომღერლების ნეკა სებისკვერაძის,

ნოდარიკო ხუციშვილისა და ეთნო ჯაზ-ბენდ „ირიაოს“ მონაწილეობით.
საზეიმო ფოიერვერკი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.