ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Radisson-მა სასტუმრო Radisson RED-ის ადგილმონაცვლეობაზე უარი თქვა
31 ივლისი, 2019

„Radisson-მა  Radisson RED-ის ადგილმონაცვლეობაზე უარი თქვა“-ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოში პროექტის პარტნიორი კომპანია Commerce Group-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით კოდუამ Radisson RED-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის Radisson RED-ის საქართველოში შემოყვანას კომპანია Commerce Group-ის დამფუძნებელი დიდი ხანია ცდილობს. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა სამეზობლოსთან დავისა და მერიის მიერ სასტუმროს პროექტის დაწუნების გამო.

როგორც დავით კოდუამ განაცხადა, ამ ეტაპზე საქმე მშენებლობის ნებართვის გააქტიურებასთან დაკავშირებით სასამართლოშია შეტანილი და ნებართვის კვლავ მიღების შემდეგ, ბიზნესმენი Radisson-ის ხელმღვანელობის დარწმუნებას შეეცდება, რომ იმავე ადგილზე Radisson RED-ის არა 14 არამედ 9 სართულიანი სასტუმრო აშენდეს.

„მე ახლა სასამართლოში მაქვს შეტანილი საქმე, მშენებლობის ნებართვის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვეცდები 9 სართულიანის აშენებაზე წამოვიყვანოთ Radisson-ი“–აცხადებს დავით კოდუა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დავით კოდუა ჭავჭავაძის გამზირზე #23-ში Radisson RED-ის ბრენდის 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. სასტუმროში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს ქვეყენაში პირველი Radisson RED-ი იქნებოდა.

დავით კოდუას თქმით, თუ პროექტი თბილისში განხორციელდება სამომავლოდ ის რეგიონების მიმართულებასაც აითვისებს. კონკრეტულად Radisson RED-ი ლიკანში და კვარიათშიც იქნება წარმოდგენილი. თუმცა, მისივე თქმით, თუ თბილისში ჩაიშალა პროექტი, ამ სახელით ქსელის სასტუმროები არც რეგიონში  აშენდება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.