ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
12 ივლისი, 2023

რაჭაში, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა. 

კურორტ შოვში განთავსებული სასტუმრო, მომხმარებელს 30 კომფორტულ ნომერსა და 2 კოტეჯს სთავაზობს, რომლის მართვასაც საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International-ი უწევს.  

„სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე გასართობი ზონებია მოწყობილი, რომელიც სტუმრებს უფასოდ ემსახურება, მათ შორისაა - მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, დახურული კალათბურთის მოედანი, გარე კალათბურთის/ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ოთახი.

რაც შეეხება სასტუმროში განთავსევის ფასებს, "სანსეტ შოვში"  1 დღით დასვენების ღირებულება 200 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპის შესაბამისად იზრდება. განთავსების ფასში შედის საუზმე.

შეგახსენებთ,  რომ კურორტი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C გრადუსი ცელსიუსია).

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.