2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 17 პირს მინიჭება. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, წელს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღების მიმართულებით ლიდერები ავღანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები არიან.
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
-
ავღანეთი - 5
-
ეგვიპტე - 4
-
სირია - 1
-
პაკისტანი - 1
-
თურქეთი - 1
-
დაუდგენელი მოქალაქეობა - 5
2021 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 21 პირს მიანიჭა, საიდანაც ყველაზე 1/3 ირანის მოქალაქეები არიან. 2020 წლის მაჩვენებლებით კი საქართველომ ლტოლვილის სტატუსი სულ 10 პირს ხოლო 2019 წელს კი 42 პირს მიანიჭა.
ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე განაცხადების განხილვა სათანადო პროცედურების და რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ ვერ დადგინდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაერო-ს 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის სტატუსის მიღების პირობები, განმცხადებელს უარი ეთქმება ასეთი სტატუსზე. უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს, როდესაც პირის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, ასევე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაერო-ს 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დოკუმენტი გაიცემა 2 წლის მოქმედების ვადით.
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; იგი ასევე ვალდებულია სამინისტროს აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ;
commersant.ge