ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა, ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.
სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარია. ტურისტული ზონის სამშენებლო პროცესში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები. პარალელური სერვისების გზით მუდმივად დასაქმდება 300-ზე მეტი მოქალაქე.
როგორც მთავრობამ უკვე დაანონსა, ენგურჰესის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი გახდება.
ტურისტულ ზონაში მოეწყობა სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი; ექსტრემალური კომპონენტების შემცველი ატრაქციები; მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე (280 მ); რეგიონში ყველაზე გრძელი ე.წ „ზიპ ლაინი“; ღია საკონცერტო სივრცე; სარეკრეაციო-გასართობი ზონები; სანაოსნო ინფრასტრუქტურა; გადასახედი მოედნები, ვიზიტორთა შემეცნებითი სივრცე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.
პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელია.
ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია განესაზღვრა 2015 წელს.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს ნამდვილად გააჩნია უდიდესი პოტე ნციალი მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
www.travelingeorgia.ge