ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენად სამართლიანია საქართველოში გზით სარგებლობის გადასახადი
18 ოქტომბერი, 2021

"კომერსანტის" კითხვაზე, იყენებს თუ არა საქართველო, სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას თანხის აღების სამართლიან პრინციპს, ან რამდენად სამართლიანია საქართველოში დაწესებული გზით სარგებლობის საფასურის ოდენობა, ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებული გზით სარგებლობის (ფასიანი გზები) გადასახადთან შედარებით, ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გზით სარგებლობის საფასურის (ფასიანი გზები) ოდენობა, დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია, სატრანსპორტო საშუალების წონაზე, გზის კლასზე, საწვავის სახეობაზე, ხმაურის დონეზე და ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე. საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს და გადასახადი უნიფიცირებულია.

დასკვნის სახით კი ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტისათვის დაწესებული გზითსარგებლობის 200 ლარიანი გადასახადი, ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავსტრიას, მაღალია. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადასახადი არის მოუქნელი, რადგანაც არ ითვალისწინებს, ავტომანქანის ეკოლოგიურ (ევრო 5, 6) მდგომარებას; ექსპერტი ამბობს, რომ არ არის დივერსიფიცირებული, წონის ნორმის და გზის გატეგორიის მიხედვით, რაც რიგ გადამზიდავებს არასამრთლიან მდგომარეობაში აყენებს; ცაგარეიშვილის რეკომენდაციით, საქართველოში, პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, ევროპაში აპრობირებული „ვინეტკის“ (რამდენიც გაიარე იმდენი გადაიხადე) პრინციპის დანერგვა.

2012 წლიდან გზითსარგებლობის გადასახადის აკუმლირებით ბიუჯეტში შეტანილი თანხა, პერმანენტულად იზრდება და წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება (თუ საშუალოდ ერთი ავტომობილით 22 ტონა ტვირთი გადაიზიდება):

2014 წელი - 21.2 მლნ ლარი

2016 წელი - 26.5 მლნ ლარი

2018 წელი - 39.2 მლნ ლარი

2020 წელი (8 თვე) - 38.4 მლნ ლარი

თუ საშუალოდ ერთი ავტომობილით 22 ტონა ტვირთი გადაიზიდება, მაშინ საქართველოს გავლით ტრანზიტად გადაზიდული ტვირთის მოცულობა წელიწადში საშულაოდ 2.2 მლნ-დან 5.2 მლნ. ტონის ფარგლებში მერყეობს.

 

<p 10px="0px=" background-image:="initial;=" background-origin:="background-clip:=" background-position:="background-size:=" background-repeat:="background-attachment:=" droid=" serif=" font-family:="skolar=" font-size:=" 16.8px;=" outline:=" vertical-align:=" padding:=" border:=" regular=",=palatino,=" roman=",=times,=" times="new=" "=""> ცნობისთვის, უნგრეთში საგზაო გადასახადი დივერსიფიცირებულია და 3.5 ტონა და მეტი წონის სატრანსპორტო საშუალებებისათვის დამოკიდებულია - განვლილ მანძილზე, ღერძების რაოდენობაზე, ავტომობილის ეკოლოგოურობის კლასზე და გზის კატეგორიაზე. ყაზახეთში 2025 წლიდან 11 000 კმ საავტომობილო გზაზე აუცილებელი იქნება გადასახადადის გადახდა, რისთვისაც ეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა.

 

 

<div cxmmr5t8="oygrvhab=" hcukyx3x="c1et5uql=" ii04i59q="style=overflow-wrap:" break-word;="margin:=" 0px;="white-space:=" pre-wrap;="font-family:=" 'segoe="ui=" historic',="ui" ',="helvetica,=" arial,="sans-serif;=" color:="rgb(5,=" 5,="5);=" font-size:="15px;=" background-color:="rgb(255,=" 255,="255);=" animation-name:="none;=" transition-property:="">

 

 

გზითსარგებლობის ტარიფის საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ფასიან გზებთან დაკავშირებით გამოკვეთილი ხედვა არ არსებობს და ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ განზომილებებით დაწესდეს თუ არა საგზაო გადასახადი.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.