ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოხუმში და რომელია ყველაზე დიდი სამრეწველო ობიექტი
30 ნოემბერი, 2021

სოხუმის მოსახლეობა, დაახლოებით, 80 ათას ადამიანს შეადგენს. აქედან შრომისუნარიანი, თითქიმის, 38 ათასი, ხოლო 11 180 პენსიონერია. ამის შესახებ ქალაქის „ადმინისტრაციის“ ბოლო 10 თვის ანგარიშში წერია. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

სოხუმში 3120 სტუდენტი და 8700 სკოლის მოსწავლეა, სკოლამდელ დაწესებულებებში კი 2000-მდე ბავშვი დადის.

ქალაქში სულ 1269 იურიდიული პირი არის რეგისტრირებული, სადაც 8130 ადამიანია დასაქმებული. ასევე, რეგისტრირებულია 2400 ინდივიდუალური მეწარმე.

 

დე ფაქტო ადმინისტრაციასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში 3649 საბიუჯეტო თანამშრომელია, ხოლო სოხუმის მუნიციპალურ საწარმოებში 500-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

სოხუმში 82 სამრეწველო საწარმოა. მათგან ყველაზე დიდი „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“ და „ლუდსახარში ქარხანაა“. ქალაქის ოთხი საწარმო ენერგეტიკის, 177 - სამშენებლო, 272 - ვაჭრობის, 637 კი მომსახურების სექტორშია.

სოხუმში 1830 საწოლფონდის 46 სასტუმრო ობიექტია. ამასთან, რეგისტრირებულია, დაახლოებით, 90 ჰოსტელის ტიპის კერძო სახლი. შეღავათიანი კრედიტის პროგრამით, სასტუმრო „რივიერას“ სამშენებლო სამუშაოების 80%-ზე მეტი შესრულებულია და მის გახსნას მომავალ ზაფხულს გეგმავენ. შეღავათიანი კრედიტის პროგრამით შენდება სასტუმრო „გრანდ ჰოტელ სოხუმიც.“

ქალაქის ენერგეტიკულ სექტორში 26 ათასი აბონენტია, მათ შორის, 340 იურიდიული პირი და 1800 ინდმეწარმეა. ელექტროენერგიის გადასახადის აკრეფის მაჩვენებელი, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.