პანდემიის მიუხედავად, ქართულ ღვინოზე საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება, გაზრდილია ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 84 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 11%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ $194 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მაჩვენებელი წლიურად 9%-ით არის გაზრდილი.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებში კვლავინდებურად რუსეთი ლიდერობს, სადაც 49 064 224 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, პირველ ხუთეულშია უკრაინა 10 558 377 ბოთლით, პოლონეთი (4 984 017), ჩინეთი (4 553 919) და ბელარუსი (3 348 501).
მნიშვნელოვანია რომ ქართული ღვინის გაყიდვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კანადასა (84%-ით, 297 000 ბოთლი) და დიდ ბრიტანეთში (72%-ით, 631 500 ბოთლი), 45%-ით მოიმატა გაყიდვებმა ლიეტუვაში და 838 000 ბოთლს მიაღწია.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.
business-partner.ge