ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენი და რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან მიმდინარე წელს
27 დეკემბერი, 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2021 წლის მე-3 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან 2021 წლის ივლის-სექტემბერში უცხოეთის 22 მოქალაქე გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით აზერბაიჯანი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან 7 - აზერბაიჯანის; 3-3 - იორდანიისა და ნიგერიას; 2 - თურქეთის; ხოლო 1-1 ერაყის, ირანის, მაროკოს, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები გააძევეს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 11 გაძევებული პირი 26-დან 40 წლამდე იყო; 6 – 18 წლამდე ასაკის; 3 პირი – 41-დან 65 წლამდე, 2 კი - 18-25 წლამდე ასაკის იყო.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ელ ნახევარში (იანვარი-ივნისი) საქართველოდან უცხოეთის ჯამში, 16 მოქალაქე გააძევეს. ანუ მიმდინარე წელს ჯამში ქვეყნიდან 38 პირი გააძევეს.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.