რამდენი უცხოელი ჩამოვიდა საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ და რა თანხას ტოვებენ ისინი ქვეყანაში?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლამდე სახელმწიფო პროგრამაში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვისა და ქვეყანაში შემოსვლისა და მუშაობის სურვილი 2 479 უცხოელმა გამოხატა.
როგორც BM.GE-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიღებული აპლიკაციებიდან 1 750 მოთხოვნა დადასტურდა, ხოლო 370 ადამიანს პროგრამაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.
„პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 913 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან აშშ-ის, ავსტრალიას, დიდი ბრიტანეთს, რუსეთს, უკრაინას, ახალ ზელანდიას, კანადასა და ა.შ.
ქვეყანაში მიღებული 913 ადამიანი უდრის 6 968 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (70$) გათვალისწინებით 1 700 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალს უდრის. ქვეყანაში შემოსული 913 პირი საშუალოდ 6-თვიან პერიოდში უდრის 11 მლნ-ზე მეტ აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს.
დადასტურებული 1 750-მდე რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია საშუალოდ 6-თვიან პერიოდში, საკარანტინე სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 22 მლნ დოლარზე მეტ პოტენციურ დანახარჯს უდრის“, - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში შემოსული 2 479 განაცხადიდან 58% "ფრილანსერებს" ეკუთვნით; 26% - სრულ განაკვეთზე დასაქმებულს; 16% კი - ანტერპრენერს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 90-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა.
bm.ge