რა არის საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაქსიმალურად ეფექტური იყოს? ერთი შეხედვით, ეს რთული საკითხი არაა, თუმცა ბევრი ნიუანსი არსებობს.
მაღალ სიცხესთან დაკავშირებული ინფექციების დროს - გრიპი, ჰაიმორიტი, ოტიტი და ა.შ. - უმჯობესია ვაქცინაციის გადადება, რადგანაც იმუნური სისტემა სხვა საქმითაა დაკავებული და ვაქცინაზე უარეს რეაგირებას მოახდენს.
დაუშვებელია აცრა კორონავირუსით დაავადების დროს - მეტიც, იმათთვის, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა ვაქცინაცია არასასურველია 3-6 თვის მანძილზე.
აცრის წინ თავი შეიკავეთ გარუჯვისგან, რადგანაც მზის თუნდაც მსუბუქი დამწვრობა იმუნური სისტემის ძლიერ მობილიზებას იწვევს.
ინექციამდე სასურველია თავის შეკავება ყველაფრისგან, რაც იმუნიტეტს აძლიერებს - ესაა ინტენსიური ვარჯიში, ცურვა, ალპინიზმი, და ა.შ.
თავი შეიკავეთ იმისგანაც, რაც იმუნურ სისტემას პირიქით, ასუსტებს - მაგალითად, მუშაობისგან ღამით, ხანგძლივი წვეულებებისგან, უძილობისგან, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისგან.
ვაქცინაციის წინ არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს ასუსტებენ - მათ შორისაა იბუპროფენი, ფლურბიპროფენი, და კორტიზონი.
რადგანაც ვაქცინა ვირუსული შეტევის იმიტირებას ახდენს, ორგანიზმი დამცავი ძალების მობილიზებას ახდენს, რაც ზოგჯერ გრიპის მსგავს სიმპტომებს იწვევს. ამაში არაფერი საშიშია არაა - საკმარისია დასვენება და პარაცეტამოლის მიღება.
და ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური კითხვა - შეიძლება თუ არა ვაქცინაციის შემდეგ პირველ დღეებში ალკოჰოლის მიღება? მაშ ასე - ეს ცუდი იდეაა, რადგანაც ალკოჰოლის მიღება იმუნურ სისტემას აზიანებს. რა თქმა უნდა, ეს 1 კათხა ლუდს არ ეხება, თუმცა, ჭარბი მოხმარება ცალსახად არასასურველია.
კიდევ ერთი არგუმენტი ალკოჰოლის წინაამღდეგ - ზედმეტი დალევის შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები ფხიზელ მდგომარეობასთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი იქნება. მით უმეტეს წვეულებიდან მეორე დილას..
ზომიერი სპორტული და ფიზიკური დატვირთვა რისკს არ წარმოადგენს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დაღლა იმუნურ პასუხს ასუსტებს, მაგრამ თუ სპორტი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, შედარებით ნაკლებად ინტენსიური ვარჯიში პრობლემებს არ შეგიქმნით.
რა ხდება პირბადეზე? რაც შეეხება პიდბადეს, უნდა გახსოვდეთ, რომ იმუნიტეტი ვაქცინაციდან მხოლოდ 2 კვირაში გამოგიმუშავდებათ, შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი თქვენი დაინფიცირების რისკის ქვეშ ხართ, და პირბადის ტარება აუცილებელია.
და ბოლოს - ვაქცინა ტესტირებისგან არ გათავისუფებთ, იმიტომ რომ ჯერ არაა დადგენილი იცავს თუ არა აცრა ორგანიზმს კორონავირუსისგან 100%-ით. ცნობილია მხოლოდ ის რომ ვაქცინა გარანტირებულად აგაცილებთ თავიდან კოვიდის მძიმე ფორმას, თუმცა, შესაძლოა ვაქცინის გაკეთების შემდეგაც თქვენ ინფიცირების წყაროს კვლავ წარმოადგენდეთ.
Slate.fr
commersant.ge