ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენს ვხარჯავთ ღვინის პოპულარიზაციისთვის?
29 იანვარი, 2019

2019 წელს ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის 7.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ღვინის ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, ამ თანხით 15-მდე ქვეყანაში საერთაშორისო დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენებისა და პრესტურების მოწყობა-ჩატარდებაა დაგეგმილი. 

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, სააგენტოს ცნობით, მარკეტინგული აქტივობებისთვის ქვეყანამ 6 მლნ ლარი დახარჯა, მიღებულმა შემოსავლებმა კი 203 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, 2018 წელს 53 ქვეყნის ბაზარზე, ქართველმა მეღვინეებმა 86,2 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელი და ბოლო 30 წლის განმავლობაში მოხსნილი რეკორდი იყო. 

ასევე, 6 მლნ დაიხარჯა მარკეტინგული აქტივობებისთვის 2017 წელს. ექსპორტზე სულ 76.7 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, შემოსავლები კი 170 მლნ დოლარი იყო. 

2016 წელს საქართველოდან მეღვინეებმა 48 ქვეყანაში 114 მლნ დოლარის ღირებულების, 50 მლნ ბოთლი ღვინოს გატანა მოახერხეს, რაც შეეხება მარკეტინგულ ხარჯებს, ამ მაჩვენებელმა 5 მლნ ლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი 2015 წელი იყო, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ 5 მლნ მხოლოდ მარკეტინგული აქტოვებებისთვის დახარჯა, ექსპორტზე სულ 36 მლნ ბოთლი გავიდა, რომლის ჯამური ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს არ აღემატებოდა, რაც 2014 წლის მონაცემებზე 87 მლნ-ით ნაკლებია. 

2014 წელს საქართველოდან 185 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციისთვის კი 5 მლნ ლარი დაიხარჯა. 

ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ღვინო ექსპორტზე რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ყაზახეთსა და პოლონეთში გავიდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.