ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურები საქართველოში
16 აგვისტო, 2018

უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას საქართველოში საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ. მთლიანად დახარჯული თანხის 27%, ანუ 517,9 მლნ ლარი სწორედ ამ კატეგორიის დანახარჯზე მოდის. დანახარჯებში 22%, 424 მლნ ლარი უკავია განთავსების ობიექტებში დახარჯულ თანხას, მესამე ადგილზე კი 18,4%, 354 მლნ ლარით გართობაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანობაში ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხების მოცულობა 2018 წლის II კვარტალში 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 31,5%-ით გაიზარდა და უცხოელმა ვიზიტორებმა 2 მლრდ ლარამდე დახარჯეს.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 15.5%-ით არის გაზრდილი და 1,144.1 ლარს შეადგინს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია (+15.7%). საერთაშორისო ვიზიტორების მხოლოდ 66% ტურისტები იყვნენ. საერთაშორისო ვიზიტორებმა 1.1 მილიონი ტურისტული ვიზიტი (+20.4%) განახორციელეს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.