ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას ითვალისწინებს 500 მლნ-იანი სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები"
28 აპრილი, 2021

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა. პროგრამის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, პირველი ეტაპი 4 წლიანია და მასში შემავალი პროექტებისთვის სახელმწიფო საორიენტაციოდ 500 მლნ. ლარია განსაზღვრული.

„ეს არის უპრეცენდენტო მასშტაბის რეგიონების განახლების, განვითარების პროგრამა. ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ განხორციელებულა. ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს ძლიერ, განვითარებულ საქართველოს, საქართველო ვითარდება და ახლდება, ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი მოსახელობისათვის, ასევე სტუმრებისათვის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში, კიდევ უფრო განვითარებულ, ინკლუზიურ მიდგომაში,“ - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, დასასვენებელი პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია და შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ცენტრების ურბანული განახლება.

პროექტების განხორციელებასთან ერთად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ასევე იგეგმება მთელი რიგი მნიშვნელოვანი მდებარეობების, ქალაქების, ტურისტულად საინტერესო მდებარეობების ურბანული განახლების პროექტების დამუშავება, რომლებიც არა მხოლოდ სივრცით ურბანულ განვითარების, არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს.

პროგრამა დაახლოებით 15 000 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს და ამასთან, როგორც სამინისტროში მიიჩნევენ, შრომის ბაზარზე, მათ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

უშუალოდ პროგრამის განხორციელებას ზედამხედველობას და პროექტების შერჩევას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები შედიან.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.