ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ჩამორჩება საქართველოში ტურიზმის აღდგენის ტემპი გლობალურ მაჩვენებლებს
27 სექტემბერი, 2022

საქართველო გლობალური ტურიზმის აღდგენის ტემპს ჩამორჩება, რაც  რეგიონში შექმნილი ვითარებით აიხსნება.  „გალტ ენდ თაგარტის“  კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომმა ევროკავშირის ქვეყნებიდან  ტურისტული ვიზიტები შეანელა, ივლის - აგვისტოში ტურიზმის  აღდგენა დაჩქარდა  და პანდემიამდელ  პერიოდთან შედარებით თითქმის 79% -ი შეადგინა.  როგორც „გალტ ენდ თაგარტის“  უფროსი მკვლევარი კახა სამყურაშვილი გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ აღნიშნავს, იანვარ - თებერვალში  აღდგენის  ტემპი საკმაოდ  მაღალი  იყო,  მარტსა და  აპრილში კი  შემცირდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.

„მაგალითად ტურისტები უკრაინიდან საერთოდ არ გვყავს, მაშინ როდესაც უკრაინა  ტურისტული კუთხით ჩვენთვის ერთ-ერთი  ყველაზე  დიდი ბაზარი იყო, ამას  ემატება ისიც, რომ  ჩვენი რეგიონი რიგი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის მომატებული საფრთხის  შემცველი გახდა გახდა. ძალიან  რთულია პოლონელი, გერმანელი ან სხვა  ევროპელი ტურისტი დაარწმუნო იმაში, რომ აღმოსავლეთიდან საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა.

ამას გარდა, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ საქართველოში ჩამომსვლელი დიდი ტურისტული ჯგუფები ტურებს აუქმებდნენ, მათ ჩათვალეს, რომ ეს რისკი მათთვის მისაღები არ არის, სწორედ ამან გამოიწვია ტურიზმის აღდგენის შენელება, თუმცა თვიდან თვემდე დინამიკა უმჯობესდება, აღდგენა ხდება, მაგრამ  რომ არა  რუსეთის უკრაინაში  შეჭრა, ეს  რიცხვები გაცილებით  მაღალი იქნებოდა“, -  აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.

სამყურაშვილი ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობიდან შემოსული შემოსავლები ერთია ხოლო ტურისტების რაოდენობა მეორე, მისი  თქმით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წელთან შედარებით რვა თვეში 95% - იანი აღდგენაა.

„თუ ჩვენ  შევხედავთ  ტურიზმიდან მიღებულ  შემოსავლებს, ტურისტების რაოდენობა ერთია და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მეორე,  ტურიზმიდან მიღებული  შემოსავლები 2022 წელს უფრო აღდგა და რვა თვის ჯამმა 2019 წლის 95% შეადგინა, ეს  ფაქტორები რომ  არ  ყოფილიყო  შეიძლება 2019 წლის მაჩვენებელს გადაგვეჭარბებინა, იმიტომ რომ რეალურად აქ  გასათვალისწინებელია ტექნიკური  საკითხი . 

მეთოდოლოგიიდან  გამომდინარე  ჩვენ  ვანგარიშობთ  მიგრანტების ეფექტსაც და აქ  გასათვალისწინებელია ის, რომ ინფლაცია  მნიშვნელოვანი ფაქტორია  ამ აღდგენაში, 2019 წლიდან  დღემდე ინფლაცია 27-28% -ია და ჩვენ თუ შევხედავთ იმ კატეგორიებს საკვებს, სასმელს, ტრანსპორტს, სადაც  ყველაზე  მეტს  ხარჯავენ  ტურისტები ვნახავთ, რომ ინფლაცია ყველაზე მაღალი იქ არის. 2019 წელს ტურისტს მინიმუმ 100 დოლარი თუ სჭირდებოდა რაღაცეების  შესაძენად  დღეს 130 ლარი სჭირდება ეს კი აღდგენის დინამიკაში საკმაოდ კარგად მოქმედებს“, - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.

რაც  შეეხება  პროგნოზს სამყურაშვილი ამბობს, რომ გალტ ენდ თაგარტის პროგნოზით 2022 წლის ბოლომდე  ტურიზმი სრულად აღდგება და 2023 წელს  10% ითაც კი გადააჭარბებს, თუმცა მისივე  თქმით ეს ძალიან არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ  მდგომარეობაზე, რაც სექტორზე  თავი გავლენას ახდენს. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.