ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მდინარე ხობის წყალზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გამო გადავადდა – როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, მშენებლობ ჰესის აშენებაის შემდეგ დაიწყება.
„მუხურის ხეობის ზემოთ, მდინარე ხობისწყალზე დაგეგმილია ჰესის მშენებლობა. ტობავარჩხილის გზის მშენებლობა სწორედ ამ ჰესის გამო გადავადდა. მშენებლობის პროცესში ტერიტორიაზე მძიმეწონიან მანქანებს მოუწევთ გადაადგილება, შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამ გზის გაკეთება, თუმცა როგორც კი, ჰესის მშენებლობის პროცესი დასრულდება, ეს გზა აუცილებლად გაკეთდება, მხოლოდ დროებით შეჩერდა“, – განაცხადა მოწერელიამ.
„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას რწმუნებულმა რეგიონში ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საკუთარი ძალებით ახორციელებს.
„ტობავარჩხილის გარშემო საოუკპაციო ხაზთან არის სოფელი მუჟავა, სადაც ჩვენ გზის მშენებლობა დავიწყეთ და პირველი ეტაპი დამთავრებულია. ტერიტორიაზე ლამაზი კანიონია, რომელთან მისასვლელ გზასაც ჩვენი ძალებით მოვაწესრიგებთ.
სამეგრელო გამოირჩევა მრავალფეროვანი ტურისტული ლოკაციებით, თუმცა ემ ეტაპზე ტურისტულად საინტერესო ლოკაციები არ არის ჯეროვნად განვითარებული და შეფასებული.
მარტო წალენჯიხის რაიონში რამდენიმე ასეთი ლოკაციაა, ერთ-ერთი ასეთია ინწრას ჩანჩქერი, რომელზეც მოუწესრიგებელი იყო მისასვლელი ბილიკები. ჩვენ ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ის, რომ ბილიკები უსაფრთხო და გავლადი გავხადეთ. მისი სრულყოფილად მოწესრიგებისთვის მასშტაბური ღონისძიებაა განსახრციელებელი, დასაგეგმია როგორ უნდა განვითარდეს. ამაზე გვაქვს კომუნიკაცია როგორც -ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან.
ჩვენ ავიღეთ ორიენტირი, რომ ჩვენი ძალებით მინიმალური ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ სხვა სოფელბშიც“, – განაცხადა მოწერელიამ.