საქართველოს უცხოელი ვიზიტორები უმეტესად დასვენების, გართობის, რეკრეაციული ზონების დათვალიერების მიზნით სტუმრობს. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების 37,7% სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება
საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა ნახსენებ მიზნებს შორისაა მეგობრების და ნათესავების მონახულება (22.2%), ტრანზიტი (18.1%), შოპინგი (9.5%), ბიზნესი, პროფესიული საქმიანობა (8.2%) და მკურნალობა (2.7%). მხოლოდ ვიზიტების 1.4% იყო სხვა მიზნით განხორციელებული.
მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა ოთხი ღამეა.მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების საქართველოში ყოფნის პერიოდი საკმაოდ მცირეა, რუსეთის რეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც საშუალოდ ექვსი ღამით რჩებიან საქართველოში.
www.travelingeorgia.ge