ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ თქვა უარი ივანიშვილის „ქართუმ“ განმუხურში $20 მლნ-იანი ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე
09 მაისი, 2019

ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ განმუხურში ბოტანიკური ბაღის პროექტის განხორციელება შეაჩერა.

ამის შესახებ bm.ge-ის „ქართუ ფონდის“ პროექტების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.

„ქართუ“ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებას 100 ჰექტარ ტერიტორიაზე გეგმავდა, რაზეც 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა დაეხარჯა.

ჩხეტიანის განმარტებით, ფონდმა პროექტის განხორციელება ექსპერტების იმ დასკვნის საფუძველზე გადაიფიქრა, რომლის მიხედვითაც, ბაღის განაშენიანება გარემოზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

„როდესაც განმუხურში ჩატარდა კვლევა, ექსპერტების დასკვნით, იმ გარემოში ჩარევა, რომელიც იქ ადგილზე არსებობს, უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილობრივ უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, თავი შეგვეკავებინა და აღნიშნული პროექტი შეჩერებულია. არ არის გამორიცხული, მომავალში რაიმე ალტერნატიულ ლოკაციაზე გავაგრძელოთ მსგავსი პროექტი“, – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.