ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ დასრულდა ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობა – მინისტრის განმარტება
21 თებერვალი, 2019

ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობა მაისის დასწყისში დასრულდება. 

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სესიაზე დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტის შესრულების დროს არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და ამჟამად სამუშაოებს ფრანგული კომპანია ახორციელებს. 

„ჩვენც გვქონდა გეგმა, რომ წლის ბოლოს დასრულდებოდა ეს პროექტი, თუმცა ის გადავადდა ბევრი სირთლეების გამო, მათ შორის კონტრაქტორსაც ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები. ბოლო ცვლილებები, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით იყო, არის ის, რომ მათ ჰყავდათ უკრაინული ქვეკონტრაქტორი ჩართული, თუმცა პროექტების მონიტორინგის დროს დავადგინეთ, რომ უსაფრთხოების წესებთან და მონტაჟის წესებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები და ახლა პროცესში ფრანგული კომპანიაა ჩართული. სწორედ ფრანგული კომპანია უზრუნველყოფს სპეციალური სამაგრების ჩამოტანას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ხარისხს, რაც საჭიროა. ამდენად აპრილის ბოლოს, მაისში ჩვენ ვიცით, რომ სამუშაოები შესრულდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.