ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ გაამართლა თავისუფალმა ტურისტულმა ზონებმა?
03 ნოემბერი, 2017

2010 წელს მიღებული "თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ" კანონი ქობულეთის, ანაკლიისა და განმუხურის ტურისტულ ზონებზე ვრცელდება. 
როგორც უახლოესი წარსულიდან გვახსოვს, ქობულეთის ტურისტულ ზონაში რამდენიმე სასტუმრო შენდებოდა, თუმცა იქ მხოლოდ ერთი სასტუმროს პროექტი დასრულდა, დანარჩენი კი მშენებობის პროცესში შეჩერდა. რაც შეეხება განმუხურს, იქ ინდური კომპანია ,,ნექსთლი’’ კოტეჯების ტიპის სასტუმროების მშენებლობის პროექტს ახორციელებდა, თუმცა ეს პროექტიც სამშენებლო სტადიაზეა შეჩერებული. 

პროექტის ეფექტურობით უკმაყოფილოა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა მასზე ჯერ უარს არ ამბობს. მიმდინარე წლის 4 აპრილის დადგენილებით მისი თავმჯდომარეობით თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია შეიქმნა. როგორც გიორგი გახარიამ "საქმის კურსს" განუცხადა, მუშაობენ კანონში ცვლილებებზე, რომელიც მზად წლის ბოლოსთვის იქნება. 

ის, რომ თავისუფალ ტურისტულ ზონებში საგადასახადო პრეფერენციების მიუხედვად ინვესტიციები ვერ განხორციელდა, რამდენიმე ახსნას უძებნიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. "აჭარა გრუპის" მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების გეგმა. თუ ეკონომიკურად არააქტიურ ზონაში ინვესტორი მისი შემდგომი განვითარების გეგმას ვერ დაინახავს, შეღავათების მიუხედავად ის იქ ფულს არ ჩადებს. 

ოთო ბერიშვილის პოზიციაზეა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელიც. შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ პროექტი თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ ინვესტორებისთვის საინტერესოა, თუმცა ის აქცენტს სახელმწიფოს როლზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ ზონების პოპულარიზაციის ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს. ალავერდაშვილის თქმით, ტურისტული ზონის განვითარების მეტი შესაძლებლობა ამ ეტაპზე ანაკლიას აქვს, თუმცა პოტენციალი არსებობს თავისუფალი ტურისტული ზონა განვითარდეს რაჭაშიც. 

რა მიმართულებით გადახედავს ეკონომიკის სამინისტრო "თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ’’ კანონს ჯერ უცნობია. მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მუსაობა მიდის კანონში ცვლილებებზე და საერთოდ ვფიქრობენ ეს კანონი გვჭირდება თუ არა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.