ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაზეა დამოკიდებული აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება
14 დეკემბერი, 2022

როდის დაიწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჯერჯერობით ისევ უცნობია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, როგორც კი გათვლები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, ფრენა აუცილებლად შედგება.

„ამერიკასთან ფრენებს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში ამ თემაზე საუბარი და მოლაპარაკება იმისათვის, რომ შევძლოთ აშშ-ს მიმართულებაზე ოპერირება. საჭიროა გარკვეული პროცესები, როგორც აეროპორტის, ასევე საავიაციო ხელისუფლების დონეზე და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების გამართვა. იმავდროულად, მგზავრთნაკადის რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რათა ეს ფრენა იყოს კომერციულად მომგებიანი. შესაბამისად, როგორც კი გათვლები და ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, ფრენა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.