ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რედ-კოს ახალი პატარა ქალაქი გუდაურში დამსვენებლებს უამრავ სიახლეს სთავაზობს
09 იანვარი, 2018

დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ ახალ წელს გუდაურში 5 აპარტოტელითა და უამრავი სიახლით შეხვდა. კომპანიის გეგმა 4-სეზონიანი კურორტის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება და რამდენიმე წელში კომპანიას უკვე მთლიანობაში 26-მდე პროექტი ექნება განხორციელებული.

კომპანია ახალ გუდაურში ცნობილი საერთაშორისო ბრენდების შეყვანას გეგმავს. გამორჩეულია პირველი სამორინე Casino Gudauri და გლამურული მაღაზია Besplendid - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბრენდის Bogner-ის ზამთრის სპორტული კოლექციით.

კომპანიამ უკვე არაერთგზის დაანონსა 5-ვარსკვლავიანი, 140-ნომრიანი სასტუმრო Radisson Blu Gudauri-ს გახსნა 2019 წლისთვის.

ახალი გუდაურის დამსვენებლებს „რედ-კოს სპა“ სთავაზობს სასიამოვნო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს. შესაბამისად, ახალ გუდაურში შექმნილია ყველაფერი სრიალის შემდეგ განტვირთვასა და დასვენებისთვის. ყველა შენობა გამოირჩევა სიახლოვით საბაგირო – გონდოლასთან და ისე არის განთავსებული რომ მოთხილამურეებს კომფორტი შეექმნათ, Ski in/Ski out – ანუ შენობიდან გამოსული პირდაპირ საბაგიროსთან ტრასაზე აღმოჩნდებით და პირიქით.

უკლე პოპულარობა მოიპოვა „რედ-კოს“ ახალმა ევროპული სტანდარტების რესტორანმა “მითლოუფმა”, რომელიც სულ რაღაც 2 კვირაა რაც გაიხსნა. რესტორანი სტუმრებს ევროპულ სამზარეულოს სტავაზობს. მშვენიერი საღამოს გადატარებაა შესაძლებელი ასევე ლაუნჯ ბარში “ჩერი ფიქი”.

ამ დროისთვის „რედ-კოს“ პატარა ქალაქი 4000 საწოლზეა გათვლილი.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.