ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რედ-კო გუდაურის განვითარებაში $150 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს
12 ივნისი, 2017

კომპანია რედ-კო გუდაურის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. G&T-ი აცხადებს, რომ კომპანიამ Ecosign-ის მომზადებული ფაზიანი პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარების გენგეგმის მიხედვით შეიქმნა.

დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად რედ-კომ 50 ჰექტარი მიწა შეიძინა, კომპანია ამჟამად ფლობს ოთხ აპარტოტელს ახალ გუდაურში, სადაც დაახლოებით 350 ოთახია განთავსებული. მასშტაბური პროექტი მოიცავს 26 ახალი შენობის აშენებას რომელთა შორის იქნება სასტუმროები, აპარტოტელები, საკუთარი სახლები და
კოტეჯები, ჯამში დაახლოებით 4,200 ახალი საწოლი.

გენერალური გეგმა ასევე მოიცავს გასართობი დაწესებულებების, მათ შორის, რესტორნების, სპორტული მოედნების, სპა ცენტრისა, კაზინოსა და სხვა ობიექტების აშენებას. თითოეული ფაზის დროს კომპანია აპირებს შემოიყვანოს საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო. 170-ნომრიანი Raddison Blu-ს გახსნა იგეგმება 2018 წლისთვის.

კომპანიამ მიიღო წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts-გან Sheraton და Four Points by Sheraton-ის სასტუმროების გახსნაზე.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.