ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Redix-ი აბასთუმანში სასტუმროს მთავარი შენობის მშენებლობას ზაფხულში დაიწყებს
07 ივნისი, 2017

აბასთუმანში სასტუმროს მთავარი შენობის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება, - ამის შესახებ Redix-ის დამფუძნებელმა PropertyGeorgia-სთან განაცხადა.

ლაშა პაპაშვილის თქმით, ადგილზე მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„140-ნომრიანი სასტუმროს განვითარება აბასთუმანში მთელი რეგიონის ამუშავებას ნიშნავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად დატვირთულ პერიოდში აბასთუმანი 2000-2500 საწოლს აწვდიდა ბაზარს, ხოლო მთელი ადიგენი და ახალციხე მის მომარაგებაზე მუშაობდა. სასტუმროს მშენებლობა, ფაქტობრივად, დავიწყეთ... "რედიქსის" მიერ აბასთუმნის პროექტების განვითარებას ავტომატურად მოჰყვება სამუშაო ადგილების შექმნა მთელის სამცხე-ჯავახეთში", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, პირველ ბუტიკ სასტუმროს "კაბადონი" მსგავსად, არჩიეს ე.წ. "სოფთ ბრენდი" - Preferred Hotel Group, რომელიც არ არის მართვაში და არც ფრანშიზული კონტრაქტია, მხოლოდ ერთიან მარკეტინგულ და გაყიდვების სქემაშია ჩართული.

„სავარაუდოდ, აბასთუმნის სასტუმროშიც "სოფთ ბრენდის" სტრატეგიას გავყვებით. ჩვენ ყველა კლასის ბრენდზე მორგებულ ქონებას ვავითარებთ, რომელიც მოერგება როგორც Hilton-ს, ასევე Accor-ს და Radisson-ს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც Preferred Hotel Group -ზე და ქართულ მენეჯმენტზე შეჩერდეს არჩევანი", - განაცხადა პაპაშვილმა.

ავტორ(ებ)ი: PropertyGeorgia


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.