ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რედიქს ჯგუფის" რაიონების სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა არ არის
12 ივლისი, 2022

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ტურიზმის სექტორის პერსპექტივაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგად ჭრილში მოლოდინი დადებითია, რადგან სექტორს აღმავლობა ეტყობა.

მისი შეფასებით, თბილისში, Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო დამაკმაყოფილებელი დატვირთვით მუშაობს. სტუმრები ძირითადად არიან არაბეთის ქვეყნებიდან და არა რუსეთიდან და ევროპიდან.

რაც შეეხება „რედიქს ჯგუფის“ სხვა სასტუმროებს, პაპაშვილი განმარტავს, რომ ამ კუთხით თბილისისგან განსხვავებით განსხვავებული ტენდენციაა.

„რაიონებში ჩვენს სასტუმროებს უჭირს. არ არის დიდი მოთხოვნა. საუბარი მაქვს სასტმროებზე თუშეთსა და სიღნაღში,“ - აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის პორტფელშია სხვადასხვა თანამედროვე სასტუმრო (სიღნაღში -სასტუმრო „კაბადონი“, ბათუმში - სასტუმრო „ლე პორტი“, თუშეთში -სასტუმრო „სამზეო“, თბილისში - Hilton Garden inn.-ი. ჯგუფის შემადგენლპობაშია რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგაც“.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.