ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეკორდული შემოსავალი რეკორდული რთველიდან
22 ოქტომბერი, 2018

წელს მევენახეებმა რეალიზებული ყურძნიდან 300 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს, მთლიანობაში ამავდროულად გადამუშავებელია 230 ათასი ტონა ყურძენი, - ორივე მაჩვენებელი რეკორდულია.

თვალსაჩინო იქნება საექსპორტო გასული ღვინის მაჩვენებელიც. გარემოსა და სოფლის მერნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ციფრი წლის ბოლოსთვის 100 მლნ ბოთლს მიაღწევს.

„ ეს არის გარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. მინისტრმ რთველის შეჯამებისას განაცხადა, რომ დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.

მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც მინისტრის თქმით, განაპირობებდა ყურძნის ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს.

ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.