საქართველოში ცნობილი შეფ-მზარეულის, ლევან კობიაშვილის საავტორო პროექტმა - რესტორანმა „არქივმა“ - მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო. თბილისის ძველ და კოლორიტულუბანში, თბილელის ქარვასლაში განთავსებული რესტორანი მე-19 საუკუნის დედაქალაქს გაგახსენებთ და სასიამოვნოდ ნოსტალგიურ და მყუდრო განწყობას პირველი წუთებიდანვე შეგაგებებთ.
რესტორან „არქივის“ კონცეფცია არქივიდან ამოღებულ რეცეპტებში მდგომარეობს. საქართველოს ისტორიულ წიგნებში, თბილისურ კოლორიტულ ოჯახებში თუ სოფლებში შემორჩენილ ხემსების რეცეპტებს შეფ ლევანი საავტორო, უკვე კარგად ნაცნობი, თანამედროვე ვარიაციებით გვთავაზობს.
„არქივი“ მხოლოდ რესტორანი არ გახლდავთ. იქ მოგზაურობა თბილელის ქარვასლიდან იწყება: თბილისის ღვინის მუზეუმში ექსკურსიის მეშვეობით, თქვენ გაიცნობთ ღვინის ისტორიას; დაათვალიერებთ ძველ და თანამედროვე ქართულ ხელნაკეთ ნივთებსა დასუვენირებს.
მოგზაურობა რესტორან „არქივში” სასიამოვნო ქართული ღვინისა და კერძების შესანიშნავი ტანდემით სრულდება. შეიძლება ითქვას, რომ “არქივი“ ძველი, ტრადიციული და ახალი, თანამედროვე შემოქმედების ტანდემია.
რესტორანი გურმანებს ორ კონცეფციას სთავაზობს:
12:00 – 17:00 შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული, კარგად ნაცნობი, მრავალფეროვანი ხემსეული და ისიამოვნოთ ღვინის დეგუსტაციით.
20:00- დან კი შეგიძლიათ იმოგზაუროთ უშუალოდ რესტორან „არქივის“ ქართული კულინარიისსამყაროში.
„არქივის“ ყველა ხემსეული ნატურალური ქართული პროდუქტისგან მზადდება. როგორც შეფლევან კობიაშვილი აღნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანი სწორედ იმ მონატრებული, ნოსტალგიური გემოების გაცოცხლებაა, რომლებიც შორეული წარსულიდან გვახსოვს.
გაიგეთ მეტი „არქივის“ შესახებ ფეისბუქ გვერდიდან:
commersant.ge