ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორანი ციხესიმაგრე „ავალონი“ - თქვენი სიმშვიდისა და ბედნიერი წუთებისთვის...
06 სექტემბერი, 2017

შუა საუკუნეების ტრადიციებით მოწყობილ რესტორან „ავალონში“ შესვლისას უნებურად გახსენდება სამეფო კარის თამაშები, მეფე არტური, მრგვალი მაგიდის რაინდები და ყველა ის საყვარელი პერსონაჟი, რომელთა თავგადასავალიც კარგად გვახსოვს.

ციხესიმაგრე „ავალონი“  თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აკაკი ბაქრაძის # 40 ში , ქალაქის დამქანცველი ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს და უკვე დიდი ხანია, რაც ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების თავშეყრის, განტვირთვისა და გართობის საყვარელ ადგილად იქცა.

„ავალონი “ მოიცავს  ერთმანეთისგან განსხვავებულ , რესტორნის და პაბის სივრცეს .  

·         რესტორნის ექსტერიერი და ინტერიერი შუა საუკუნეების ტრადიციების მიხედვითაა მოწყობილი.

·         სამეფო და  დახვეწილი ინტერიერი გვიყვება გარდასულ საუკუნეთა საიდუმლოების შესახებ .

·         ორსართულიანი დარბაზი 200 სტუმარს იტევს.

·         შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, გამორჩეული დესერტები და პარალელურად, დატკბეთ  გემოვნებიანი მუსიკით .

·         რესტორანში მოქმედებს დრესკოდი

·         რესტორანი „ავალონი“ გამორჩეული ადგილია რომანტიკული ვახშმისთვის, საქმიანი შეხვედრებისა თუ მეგობრული შეკრებისთვის.

·         „ავალონში“ თქვენს სასიამოვნო განწყობაზე ზრუნავენ  ქართული ესტრადის ვარსკვლავები .უკრავს ვიოლინო, საქსოფონი... წარმოდგენილია ქართული ცეკვები, ჯაზისა და ბლუზის საღამოები... 

 

პაბი,  -  გამორჩეული სივრცე გურმანებისათვის

პაბი „ავალონი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - დიღმის ხიდის მიმდებარედ, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ბაქრაძის # 40-ში მდებარეობს. ციხე-დარბაზის სტილში გადაწყვეტილი, მდიდრული  ინტერიერი, ჩანჩქერი და ოქროს თევზები მართლაც გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. პაბის დიზაინი განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ აქაურობა ოჯახური ვახშმისთვის ბევრი თბილისელის საყვარელი ადგილია.

გამოქვაბულის სტილში მოწყობილ , გოთიკური ელემენტებით გაფორორმებულ   „ავალონში“ შეგიძლიათ, არაჩვეულებრივი საღამო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ისიამოვნოთ უგემრიელები კერძების  და სასმელების მრავალფეროვნებით,

ნამდვილმა გურმანებმა უკვე კარგად იციან, რომ პროფესიონალი მზარეულებით და პერსონალით დაკომპლექტებულ პაბ „ავალონში“ მომსახურების მაღალი ხარისხის პარალელურად,  სტუმარს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული გემრიელი და ჯანსაღი კერძებით ვუმასპინძლდებით.

პაბის მრავალფეროვანი მენიუში ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული საფირმო რეცეპტით მომზადებული კერძებია თავმოყრილი.

„ავალონში“ განსაკუთრებული საფეხბურთო გარემოა ფეხბურთის მოყვარულებისთვის, აქ შეგიძლიათ, კომფორტულად, დიდ ეკრანებზე უგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს.

პაბში უკრავენ მოწვეული ბენდები, ისმის პაბ-ფოლკის სასიამოვნო მუსიკა, ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური სიმღერები...


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.