რესტორანში წასვლა გინდათ და არ ხართ აცრილი? - PCR ან სწრაფ ტესტს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს
72-საათიან PCR ტესტს ან 24-საათიანი ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, - საკითხი ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უკვე დააყენეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ საკითხზე საბჭო ალბათ ახლო მომავალში იმსჯელებს.
"სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ მოქალაქეები არ იცრებიან და სურთ რესტორნებში, სალონებსა და ფიტნეს დარბაზებში შესვლა, მათ საკუთარი ხარჯით მოუწევთ 72-საათიანი PCR ან 24-საათიანი ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი გზა აცრებზე გადის, მეორე ეს არის პირბადის ტარება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მძლავრი იარაღია, მესამე კი არის არაფარმაცევტული, შემზღუდავი ღონისძიებები, რაც სექტემბრიდან ამოქმედდება.
"დავაყენეთ წინადადება სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში, როგორიცაა კაფე-რესტორანი, სალონი თუ ფიტნეს დარბაზი, დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ვაქნირებული მოქალაქეები. ვიდრე აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მოსახლეობის 7%-მდეა, შესაძლებლობა იქნება ასეთ დაწესებულებებში დაუშვან ერთჯერადად აცრილი პირებიც, მაგრამ როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა მიაღწევს მოსახლეობის 10%-ს, ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები იქნებიან დაშვებულნი. თუ ადამიანი არ არის აცრილი, მას მოუწევს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ან 24-საათიანი, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის წარდგენა, რომელსაც უკვე სახელმწიფო აღარ დაააფინანსებს. სახელმწიფო მოქალაქეებს აძლევს უფასოდ აცრის შეშაძლებლობას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
business-partner.ge