ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორატორი: Covid პასპორტის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს
20 აპრილი, 2021

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე jandacva.ge-სთან  საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და ის ნამდვილად ქმედითი იქნება. თუმცა, მისივე მტკიცებით, მთავარია ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნას და სამასპინძლო ბიზნესი ადგილობრივ მომხმარებელზე 100%-ით არ იყოს დამოკიდებული.

„ჩვენი ობიექტის შემოსავლის ძირითად ნაწილს ტურისტებისგან მიღებული თანხები წარმოადგენდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რესტორანი დღეის მდგომარეობით მხოლოდ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზეა. ეს ერთ-ერთი ტურისტული ქუჩაა. ამიტომ ტურისტებია საჭირო, თორემ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს  რესტორანში დასახარჯი ფული არ აქვს,“-აცხადებს ტრაპაიძე.

მისივე განმატებით, ვაქცინაციის და  მთავრობის აღნიშნული ინიციატივის გარეშე ბიზნესს და ეკონომიკას ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება კიდევ დიდხანს გაუჭირდება.

როგორც ტრაპაიძე აღნიშნავს, ობიექტი 1 წელზე მეტია დახურულია. რესტორან „11 კათხას“ დირექტორი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის ტურისტი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაცემულია,   ობიექტის გახსნა არ უღირთ.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. ჩხაიძის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.