ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეზი ცეცხლაძე ღვინის საერთაშორისო კონკურსზე BERLINER WINE TROPHY იმსაჯებს
13 ივლისი, 2023

მეღვინე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, რეზი ცეცხლაძე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ბერლინში გაიმართება.

რეზი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ღვინის საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ღვინის კონკურსზე იმსაჯა.

Berliner Wine Trophy-ი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის კონკურსია, რომელიც OIV (ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება. კონკურსი ყოველწლიურად მსოფლიოს საერთაშორისო ღვინის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს აერთიანებს.

2022 წელს, რეზი ცეცხლაძემ IWSC (International Wine and Spirits Competition)-ისა და IQWC (International Qvevri Wine Competition)-ის საერთაშორისო კონკურსებზე იმსაჯა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.