ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა და კოვიდ-სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა უფრო გაჩნდა"
05 აგვისტო, 2021

ამ ეტაპზე სასტუმროების დამატებით მობილიზებაზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სასტუმროების მობილიზებაში გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, ამრიგად სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა უფრო მეტად გაჩნდა. იცით, რომ სასტუმრო ჩვენთვის საველე ჰოსპიტლის ანალოგი იყო, ამიტომაც ამაზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საველე პირობებზე დღეს საუბარი არ არის.

„თუ დადგება ამის საჭიროება, ვიცით სადაც არის დიდი სივრცე და შესაძლებელია მისი ადაპტირება. თუმცა, ჩვენთვის უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - დასძინა მან.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.