რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 52 კმ-იანი სიგრძის გზის, 96 ხიდის (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბის (საერთო სიგრძით 36 კმ) საპროექტო სამუშაოები დასრულდება ივნისის ბოლოს დასრულდება. მშენებლობა კი2019 წლის იანვარში დაიწყება.
„ჩვენი მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტის - ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის, 21 ხიდისა და 5 გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია“, - ამბობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2021 წელს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge