ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რის მიხედვით გადაწყდება კლუბების გახსნა
20 დეკემბერი, 2021

კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის შედეგად იქნება მიღებული. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შრომის ინსპექცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შრომის ინსპექციაში სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა და მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღამის კლუბების ფუნქციონირება არის შეზღუდული.

აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, ქ.თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატარება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.