ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა
29 ივნისი, 2018

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი-თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა,  თბილისში 22:03 საათზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 06:30 საათზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა. მატარებელი №805  ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა,  თბილისში 19:22 საათზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი - ბათუმი 08:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა.  მატარებელი №897  ბათუმი - ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და    ქუთაისში 23:55 საათზე იქნება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.