ბათუმის იახტკლუბი ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. პროექტის განხორციელებაში კომპანია „რივიერა“ 3 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ მიზნით კომპანიას ტერიტორია 20 წლიანი იჯარით უკვე გადაეცა.
ხელშეკრულების მიხედვით, სრული საიჯარო ქირა სრულ სახელშეკრულებო პერიოდზე 1 ლარია.
მოიჯარე ვალდებულია 9 თვეში შეიმუშავოს იახტკლუბის განვითარების პროექტი (ნავსაყუდელი, იახტკლუბი რესტორნით, პლაჟი, მშრალი დოკი, სახელოსნო, მცურავი საშუალებების (ნავი, იახტა და ასე შემდეგ) ტიპი, კლასი და რაოდენობა), ერთ წელში კი“რივიერამ” უნდა უზრუნველყოს შეთანხმებული პროექტის სარემონტო სამუშაოების განხორციელება, მშენებლობა და 2021 წლის 31 დეკემბრამდე მისი ამოქმედება.
ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეს უფლება აქვს თავის საკუთრებაში დაიტოვოს ქონების ის ნაწილი, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება აღჭურვა, თუ შესაძლებელია მისი გამოცალკავება. თუ აღნიშნული ქონების გამოცალკავება შეუძლებელია მთლიანი ქონება, მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე ასეთ შემთხვევაში ქონება რჩება „მეიჯარის“ საკუთრებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
„რივიერას“ 100% -იანი წილი ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „ესარჯი რიალ ისთეითს“, რომელიც საქართველოში სულ 8 კომპანიის მეწილეა. მათ შორისა წინანდლის ვილები, ეფ ტელეკომი, მედეა ოფერეითინგ კომპანი, რივიერა, სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი, ესარჯი რიალ ისთეით, ლიმონი რიალ ისთეითი და აჭარა ინვესტმენტსი.
www.travelingeorgia.ge