ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის აღდგება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლა?
02 ივლისი, 2019

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღდგება მაშინ, როდესაც სიტუაცია ქვეყანაში დაბრუნდება „არარუსოფობიურ კალაპოტში“..

ამასთან დაკავშირებით ურიგო არ იქნება ძველი საბჭოთა ანეკდოტის გახსენება  – „რომელ ღმერთს ჰგავს საბჭოთა კავშირი? ამურს – იმიტომ, რომ შიშველია, კბილებამდე შეიარაღებული და ყველას ერჩის თავისი სიყვარულით“.

ცალსახაა, რომ „რუსოფობია“ ამ შემთხვევაში არის ევფემიზმი – ქართული ოპოზიცია ერჩის არა რუსეთის მოქალაქეებს, არამედ რუსეთის ხელისუფლებას და ეროვნება აქ არაფერ შუაშია. ეს  უფრო პუტინოფობია, ან კრემლეფობიაა. მაშინ პესკოვმა პირდაპირ თქვას – შეწყვიტეთ ჩვენი ლიდერის გინება და მერე ისევ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ქართული ღვინის სმის და ხაჭაპურებზე ჩამოსვლის უფლებას.

თუმცა, თუ შევხედავთ დისკუსიებს სოციალურ ქსელებში, ბევრს ეს არ ესმის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელმაც დაინახა სურათები თბილისის მოედნებიდან და ქუჩებიდან ანტირუსული პლაკატებით, აღშფოთდა – ეს როგორ შეიძლება? ჩვენ ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ქართველები, და მათ თურმე ვეზიზღებით?

მაგრამ იქნებ არაა საჭირო ასეთი სიყვარული? იქნებ საკმარისია უბრალო პატივისცემა – პირველ რიგში ქვეყნის სუვერენიტეტის და იმის, რომ მათ არ სურთ „უფროსი ძმის“ ზედმეტად თავზე მოხვეული რჩევები? თანაც არ გვაწყენს გავიხედოთ უკან, 10 წლის წინ. როდესაც საქათველოს „აიძულებდნენ მშვიდობას“, ისევე, როგორც დღეს – აიძულებენ სიყვარულს – ოღონდ ამჯერად ეკონომიკური მეთოდებით.

30 წლის წინ დაიშალა საბჭოთა „მოძმე ხალხთა ოჯახი“, თუმცა, ჩვენ ჯერ მაინც ვერ ვუყურებთ ერთმანეთს, როგორც უცხოებს. როგორც ყოფილი ქმარი, რომელიც დიდი ხანი გაშორდა ყოფილ ცოლს, ცხოვრობს სხვა ქალთან, მაგრამ მაინც აკონტროლებს ყოფილ მეუღლეს – სად დადის, ვის ხვდება, და როდესაც ამაზე იღებს პასუხს „მომშორდი, შენი რჩევები არ მჭირდება“ – ბრაზდება.

სიყვარული-ზიზღი – ემოციური კატეგორიებია და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მათ უფრო მოაქვთ ახალი პრობლემები, ვიდრე უკვე არსებულების გადაწყვეტა.

რაო, არ გვიყვარვართ? მაშინ ავუკრძალავთ ჩვენს ხალხს ლორის ჭამას (უკრაინა), შპროტებს (ლატვია), ვაშლს (პოლონეთი), პომიდორს (თურქეთი), ხაჭაპურს (საქართველო), რძეს (ბელორუსია)..

მთელ მსოფლიოში მეზობლებს ხშირად არ უყვართ ერთმანეთი, თუმცა ახერხებენ თანაცხოვრებას კანონების და ყველასთვის მომგებიანი ურთიერთობების წყალობით. მუდმივად ითხოვდე სიყვარულს და დასაჯო ვიღაცა მისი არარსებობის გამო – სწორედ ესაა პათოლოგია, ხოლო სამაგალითო დასჯა, ისე, რომ დაზარალდეს შენიანიც და უცხოც – ეს არის ორმაგი პათოლოგია.

სინამდვილეში კი ჩვენი დიპლომატები, რომლებიც ლაპარაკობენ, როგორც კრიმინალური ავტორიტეტები – სწორედ ესაა რუსოფობია. რუსეთის მოქალაქეების ერთმანეთის წინაამღდეგ განწობა – ესაა რუსოფობია.

ერთი რუსი, რომელიც ცხოვრობს სინგაპურში წერს: „სადაც არ უნდა ვყოფილვარ, რომელ ქვეყანაში, რომელ კონტინენტზე, ან რომელ ოკეანეში, ყველაზე მეტად მე, რუსი, არ ვუყვარდი რუსეთში – დაწყებული მოსკოვიდან, დამთავრებული ურალით.  იმდენად არ ვუყვარდი, რომ ახლა ხელს გიქნევთ სინგაპურიდან. სხვათა შორის, აქ მცხოვრებ ერებსაც არ უყვართ ერთმანეთი – სხვადასხვა რამის გამო, თუმცა, ახერხებენ თანაცხოვრებას ნეიტრალურად და მშვიდობიანად. სიყვარული ერებს შორის კი – ვის რაში სჭირდება ის? „.

სიტყვა „სიყვარულს“ დღეს რუსეთში ემართება იგივე, რაც ისეთ სიტყვებს, როგორც „სულიერი ფასეულობები“ და „პატრიოტიზმი“  – დღეს, წესიერ საზოგადოებაში ამ სიტყვების გამოყენება ბრჭყალების გარეშე შეუძლებელია.

მალე იგივე მოუვა „რუსოფობიასაც“ – მას ხმარებიდან ამოიღებს ყველა, პროფესიული პატრიოტების გარდა, რომლებიც ამაში ფულს იღებენ.

სხვათა შორის შემდეგი მცნება, რომელიც ,მალე განიცდის სრულ დევალვაციას – არის პატივისცემა. ზოგჯერ გინდა შეიცოდო ისინი, ვინც მოითხოვს პატივისცემას ძალით და დაშინებით, თუმცა, როგორც კი გაიხსენებ ამას რა მოჰყვება – იმ წუთასვე იღვიძებს რუსოფობია.

გიჩნდება სურვილი ყველას ჯინაზე ჩახვიდე თბილისში, ან სულ ცოტა, მიირთვა მწვადი მოსკოვის რომელიმე ქართულ რესტორანში…

Rosbalt.ru

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.