ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის და რა პირობით გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები?- ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს შეხვდა
18 თებერვალი, 2021

დღეს რესტორატორებსა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას შორის შეხვედრა გაიმართა.

სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეების დროულ გახსნასთან ერთად, შაბათ-კვირას საქმიანობის უფლებას და კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვდა, თუმცა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიღებული არ არის და ამის არც მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს.

ის, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის ის, რომ რესტორნების შიდა სივრცეები ეტაპობრივად, რეგულაციების შედარებით მკაცრი დაცვით გაიხსნება, თუმცა როდის, ამის შესახებ დღეს შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

გამკაცრებულ რეგულაციებში იგულისხმება მათ შორის ის, რომ რესტორანში ადამიანთა რაოდენობაზე გარკვეული ზღვარი დაწესდება, რათა მობილობის ზრდა იქნას თავიდან აცილებული.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ეტაპობრივად, ნაბი-ნაბიჯ პირველ რიგში შიდა სივრცეების გახსნაზე, რომელიც გაიხსენება მცირედით უფრო რთულ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მობილობა, რისიც ეშინია ეპიდემიოლოგებს.

სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ ჩვენი ობიექტები, თუმცა თარიღი სამწუხაროდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე იქნება გაჟღერებული ჩვენი შეთავაზებები.

თუ აქამდე 6 ადამიანი იყო დაშვებული მაგიდასთან, ახლა საუბარია 4-ზე, პირობითად 44 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი, ახლა შემცირებულია 30 ადამიანამდე, ანუ მაქსიმუმი ზღვარი დაწესდება და კვადრატულობის მიხედვით განისაზღვრება“-ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, ბიზნესის სურვილია გახსნა 22 თებერვალს მოხდეს, თუმცა რეალურად მიაჩნიათ რესტორნებს შიდა სივრცეების გახსნის შესაძლებლობა მარტის პირველი რიცხვებიდან მიეცეთ.

შეხევდრაზე საუბარი შეეხო, ასევე რესტორნის თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირების საკითხსაც, რაზეც ბურჯანაძემ განმარტა, რომ თუ შესაძლებლობა ექნება ბიზნესს შესაბამის ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ სფეროში დასაქმებული 250 ათასი ადამიანის ტესტირების პროცესი, სახელმწიფოსთვის უფრო რთული იქნება ვიდრე კერძო სექტორისთვის.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, რა შეიძლება იყოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები, რა პრიობითაც გაიხსნება რესტორნები, ამაზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში ისევ გაგრძელდება. როგორც ბექა ფერაძე ამბობს, შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭიროა იმიტომ, რომ რესტორანი მიიჩნევა მაღალი რისკის შემცველ ობიექტად, რადგან ასეთ ობიექტზე არ ხდება პირბადის ტარება დ დაყოვნების დრო არის მაღალი.

"ვიმსჯელეთ ერთ მაგიდასთან ადამიანების რაოდენობაზე. შიგნით იქნება დაშვებული 4 ადამიანი, გარე სივრცეში 6, თუმცა ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ პარასკევის შეხვედრაზე. კვადრატულობაზე იქნება მიბმული ადამიანთა დაშვება და დავაკვირდებით, რომ ეს არ გადაიზარდოს სოციალურ ღინისძიებაში. იქნება მაქsიმალური კონტროლი"- განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირება, რომელიც მოლების და ბაზრობების შემთხვევაში წარმატებით დაინერგა,  გამონაკლისი არც რესტორნების შემთხვევაში იქნება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.