ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის დაიწყება რაჭაში სასტუმროების განვითარება?
27 ოქტომბერი, 2015

სასტუმრო ბიზნესისთვის  „აწარმოე საქართველოში" საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის გარეშეც ჩართვის შესაძლებლობას კერძო სექტორი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 

პირველადი გადაწყვეტილებით „აწარმოე საქართველოში"  ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში შეიძლებოდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ  გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი კომპონენტი პროგრამაში ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო „ ტერასას" დამფუძნებელი „კომერსანტთან" ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბრენდების განვითარებაა, მისივე შეფასებით, კარგი იქნება  დაწესდეს შეზღუდვა და ისეთ რეგიონებში განვითარდეს სასტუმროები სადაც დეფიციტია და არა იქ სადაც ისედაც მძაფრი კონკურენციაა.  

„რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის" ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება კერძო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ შეცვალა, რაც კარგია. შალვა ალავერდაშვილის თქმით, მთავრობას ჰქონდა შიში, რომ რეგიონებში მოხდებოდა ისეთი სასტუმროების განვითარება,  რომლებიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ იყო ჩადებული საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პირობა. რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელს იმედი აქვს,  რომ  პროგრამის მეშვეობით დაიწყება რაჭაში სასტუმროების განვითარება, რადგანაც ეს რეგიონი ერთერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონეა და იქ დღეს განთავსების ადგილების ნაკლებობაა.

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
წყარო

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.