ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მწვანე პასპორტის გაუქმებას ბიზნესი არაერთაზროვნად აფასებს
04 თებერვალი, 2022

1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტების” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა, რასაც ბიზნესის ნაწილი დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად შეხვდა. ”კომერსანტი” დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ რესტორნები საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და რესტორნებს “მეგრულ სახლს” “კოპალას” და “ბიბლიოთეკას” დაუკავშირდა. 

რესტორან “მეგრული სახლის“ მეპატრონე ეკატერინე ჯალაღონია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, რადგან პანდემიის  დასრულების გზა მხოლოდ ვაქცინაციაშია, თუმცა დატოვებს თუ არა ძალაში “მწვანე პასპორტების” მოთხოვნას ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ “მწვანე პასპორტის“ პირობებში მუშაობა რთულია, რადგან მოსახლეობის 70% აუცრელია, მაინც ვთვლი რომ ეს რეგულაცია არ უნდა მოეხსნათ. Რა თქმა უნდა ამით ბიზნესი ზარალდება, მაგრამ ბიზნესი შეზღუდვების დროს ისედაც დაზარალდა და განადგურდა, ამ რეგულაციის მოხსნა კი აუცრელობის წახალისებად მიმაჩნია.

Მე ჯერ არ გადამიწყვეტია დავტოვებ თუ არა ჩემ ობიექტზე ამ რეგულაციას, თუმცა ჩვენთან ვინც შემოდის “მწვანე პასპორტი” ყველას აქვს. ჩემი რესტორნის ყველა თანამშრომელი აცრილი და დაბუსტერებულია. ზოგადად თავიდანვე გაუგებარი იყო რატომ ეხებოდა მარტო მომხმარებელს აღნიშნული რეგულაცია და არ ეხებოდა ობიექტის წარმომადგენელს. ჩვენ ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოვირჩევით, ახლა თუ ვიღაცის ახირებაა, რომ აცრა არ უნდა არ ვიცი. ყველა პანდემიის დროს გამოსავალი იყო ვაქცინაცია, პანდემიის დროს ყველა ვაქცინა იქმნებოდა უცებ და ყველა პანდემია გრძელდებოდა 2-3 წელი და ჩვენთან ალბათ ეს იქნება დაუსრულებელი. 

ზუსტად იმიტომ, რომ ბიზნესმა მოითქვას სული და ქვეყანამაც მოითქვას სული მაგისთვის არის საჭირო რომ ყველა  იყოს  ვაქცინირებული. ჩემთვის პასპორტის მოხსნა არაფერს  არ  ნიშნავს, საქმე  გლობალურად  უნდა  გადაწყდეს და პირველ რიგში  უნდა  იყოს  პასუხისმგებლობა და  კანონის მორჩილება მე ასე  ვუყურებ  ამ  ამბავს. მე  თუ ორჯერ გადავიტანე  კოვიდი,   ორი ფაიზერი  გავიკეთე და ბუსტერ დოზაც დავიმატე გიჟი ვარ? ხალხის ინტერესს თუ იცავ მე რა დავაშავე ჩემნაირი ადამიანების ინტერესიც უნდა იყოს დაცული და არც ჩვენი უფლებები უნდა დაირღვეს” -  აღნიშნა ეკატერინე ჯალაღონიამ.

Რესტორან “კოპალაში” ფიქრობენ რომ “მწვანე პასოპრტების” მოთხოვნის გაუქმება რესტორანს მუშაობას გაუმარტივებს, როგორც რესტორნის აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ ბუაძემ გვითხრა, მათი სტუმრების 95% “მწვანე პასპოტი” ისედაც ქონდა. 

“Ჩვენ “მწვანე პასპორტების: ამოქმედება დიდად არც შეგვხებია, რადგან ჩვენთან ისეთი კონტიგენტი დადის მათ ეს პასპორტები ისედაც აქვთ, ესენი არიან უცხოელები, საელჩოების თანამშრომლები და სხვა. Საქართველოში მწვანე პასპორტების” ამოქმედება ჩვენთვის ისედაც “მკვდარ სეზონს“ დაემთხვა, რადგან საელჩოების თანამშრომლები ქვეყანაში არ არიან, არც ტურისტული სეოზინი იყო, შესაბამისად მომხმარებლის შემცირებას მწვანე პასპორტებს ვერ დავაბრალებთ ეს ისეთი პერიოდი იყო, რომ კორონამდეც განიცდიდით მომხმარებლების ნაკლებოდას ამ დროს. Შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რეგულაციების დაცვაში ერთადერთი თუ არა ერთ ერთ-ერთი მოწინავე ნამდვილად ვართ. 

თუმცა ვფიქრობ, რომ “მწვანე პასპორტის” რეგულაციის მოხსნა პროცესს გაამარტივებს, მომხმაებელი რომ შემოდიოდა დაცვასთან უნდა შეჩერებულიყო პასპორტი ეჩვენებინდა და ა.შ.” -  აღნიშნა კახაბერ ბუაძემ. 

რესტორან “ბიბლიოთეკაში“ გვითხრეს რომ მწვანე პასპორტების სავალდებულო მოთხოვნის გაუქმება მათ მუშაობაზე დადებითად აისახება. 

“Რა თქმა უნდა ჩვენთვის კარგი იქნება თუ საერთოდ გაუქმდება და გაგვიხარდება. “მწვანე პასპორტის” ამოქმედების მერე მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20-25% ით შეგვიმცირდა” -  აცხადებენ ბიბლიოთეკაში. 

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.