ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ ჩაიარა რთველმა? – ყურძნის ერთი მესამედი მთავრობამ შეიძინა
30 ოქტომბერი, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში დღეისათვის 280 ათას ტონა ყურძენია გადამუშავებული.

როგორ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მონაცემები არ მოიცავს მაჩვენებლებს შიდა ქართლიდან და სხვა რეგიონებიდან, სადაც ყურძნის მოყვანა ძირითადად სამოყვარულო დონეზე მიმდინარეობს.

„ჩვენმა მევენახე – ფერმერებმა დაახლოებით 310 მლნ ლარი მიიღეს თავიანთი შრომის შედეგად. ეს უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სულ გადამუშავებულია 175 ათასი ტონა „რქაწითელი“, 80 ათასი ტონა – „საფერავი“, 5 ათასი ტონა „კახური მწვანე“, 3 000 ტონა – „ქისი“, 2400 ტონა – „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“.

„იმ სამუშაოებმა, რაც სახელმწიფომ გაატარა, მოგვცა საშუალება, რომ დაგვებინავებინა მოსავალი და მოსახლეობა არ დარჩენილიყო ბედის ანაბარა“, – განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 25 ათასმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა ყურძენი, თუმცა სახელმწიფოს რომ 95 ათასი ტონა ყურძენი არ ჩაებარებინა, ეს ნედლეული გადასაყრელი გახდებოდა.

„95 ათასი ტონა ყურძენი მიიღო სახელმწიფომ. მაგალითად ლეჩხუმის რეგიონში ერთადერთი ჩამბარებელი იყო სახელმწიფო. იქ არის ჯიშები, რომელიც აქამდე არ იყო სახელმწიფოს საზრუნავი და წელს ეს საჭირო გახდა. რაც შეეხება ფასებს, 80 თეთრი ღირდა „რქაწითელი“ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ და 1000 ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავებას შეძლებდნენ. ამან კერძო სექტორის ინტერესი გაზარდა.

საფერავის ფასი 1-დან 2 ლარამდე მერყეობდა. ხვანჭკარას რაც შეეხება, 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა. აქედან 1000 ტონა ჩვენ შევიძინეთ და მისი ფასი 7 ლარს შეადგენდა“, – განმარტა მინისტრმა.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.