პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურისტული მცირე საწარმოები ერთდროულად ისარგებლებენ სესხის პროცენტის სუბსიდირებით, თანაუზრუნველყოფით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და 15%-იანი გრანტით.
“მოთხოვნა წამოვიდა ღია სივრცეში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე, ტურისტულ აქტივობებზე. აქედან გამომდინარე ჩვენი ფერმერები, ვინც მოსიურვებს, რომ გარდა თავისი მცირე მეურნეობისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, იქვე კიდევ დაამატოს მცირე სასტუმრო, ან რესტორანი, ტურიზმთან დაკავშირებული სხვა აქტივობა, მათაც შეეძლებათ ისევე როგორც საექსპორტო ბიზნესებს, ან იმპორტის ჩამნაცვლებელ ბიზნესებს ისარგებლონ ერთდროულად სესხის პროცენსტის სუბსიდირებით, თანაუზრუნველყოფით, საკრედიტო -საგარანტიო სქემით და 15%-იანი გრანტით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
business-partner.ge