ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ იმოქმედა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვამ რეგიონზე? – მიმდინარე მონაცემები
04 მარტი, 2022

უკრაინის ცაში სამოქალაქო ფრენები არ სრულდება, თითქმის არ სრულდება მოლდოვაში. EUROCONTROL-ი 23 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის შესაბამის პერიოდთან არის შედარებული.


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, ევროპულ საჰაერო სივრცეში ფრენები 74%-ით არის აღდგენილი 2019 წელთან შედარებით. გასულ კვირაში სულ 19 938 ფრენა შესრულდა.


უკრაინის შემთხვევაში კლება 100%-ს შეადგენს, მოლდოვაში – 88%-ს. საქართველოს კლება, 2019 წელთან შედარებით, 24%-ს შეადგენს. ალბანეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფრენების რაოდენობა გაზრდილია (+18%).

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.